თემა | ინდუქცია (გაკვეთილი მესამე) |
---|---|
მიზნები | გამოიყენონ სრული ინდუქციით მსჯელობა პრობლემის გადაჭრის დროს; ჩამოაყალიბოს ჰიპოტეზა და დაასაბუთოს სრული ინდუქციით; გამოუმუშავდეს კომპლექსური პრობლემის საფეხურებად დაყოფის უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა | XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება. XI.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება XI.7. დებულებების დამტკიცებისას, შესაბამის შემთხვევებში, იყენებს მათემატიკურ ინდუქციას (მათ შორის არითმეტიკულ/გეომეტრიულ პროგრესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფორმულის მისაღებად); |
აქტივობები | 1. დავალების შემოწმება - 1 ან 2 მოსწავლეს ეძლევა საშუალება არგუმენტირებული მსჯელობით წარადგინოს დავალება, რომელიც პრობლემური აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. (5 წ) 2. ამოცანის ამოხსნა მთელ კლასთნ ერთად (5+10 წ)- მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავახსენებთ ფართობის ცნებას და სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელ ფორმულას, ვხსნით #7 ამოცანას ყველა შესაძლო შემთხვევის განხილვით. შესაბამის ნახაზებს აკეთებენ სხვადასხვა მოსწავლეები. 4. ამოცანის ამოხსნა წყვილებში გამოთქვამენ ვარაუდს და ასაბუთებენ ინდუქციური მსჯელობით (5+3 წ). #10 სავარაუდოდ ნაწილს გაუჭირდება სწორი დასკვნის გაკეთება. ამიტომ ერთ-ერთ წყვილს, რომელმაც სწორად გადაჭრა პრობლემა, ეძლევა საშუალება წარადგინოს მსჯელობის თანმიმდევრობა. 5. დამოუკიდებელი სამუშო - (5+2 წ). ერთ-ერთი მოსწავლე დაფასთან წარმოადგენს დავალებას და ასაბუთებს. 6. გაკვეთილის შეჯამება შეფასება (4 წ.) 7. დავალების მიცემა(3 წ) |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან საშიანო დავალების შესრულებისა და წარდგენის მიხედვით; მსჯელობის, დასაბუთების ხერხების ფლობის მიხედვით კითხვა-პასუხის დროს; ვარაუდის გამოთქმის უნარითა და დასაბუთების უნარის მიხედვით. |
რესურსები | დაფა, ცარცი, წიგნები, პასტები, რვეულები |
Sunday, September 25, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment