Wednesday, September 21, 2011

თემა   დებულებათა დასაბუთების ხერხები   (მეორე გაკვეთილი)
მიზნები გაიხსენონ ფუნქციის ცნება. განმარტონ განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეები. დაასაბუთონ ფუნქციის პერიოდულობა და გამოსახონ გრაფიკულად.
ჩამოაყალიბონ დებულების საწინააღმდეგო დებულება.
გამოიყენონ საწინააღმდეგოდ დაშვებით მტკიცების მეთოდი ამოცანების ამოხსნისას.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობაXI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
XI.1.  მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება
აქტივობები1. დავალების შემოწმება
ერთ-ერთი მოსწავლე აკეთებს დავალების პრეზენტაციას. განსაკუთრებით საინტერესოა როგორ დაძლიეს #28. განვიხილავთ და ვასაბუთებთ მთელ კლასთნ ერთდ.
2. გამეორება.
მოსწავლეებს ვახსენებთ ფუნქციის ცნებას; განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეებს; უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობას; ფუნქციის პერიოდულობას; ვმსჯელობთ პერიოდულობის დასაბუთების ხერხებზე და მისგრაფიკულ გამოსახვაზე.
3. შებრუნებული დებულების ჩამოყალიბება განვიხილავთ #29
მოსწავლეები ჯერ შეაბრუნებენ დებულებას შემდეგ ამტკიცებენ საწინააღმდეგოს დაშვებით.
4. ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად.
6. გაკვეთილის შეჯამება შეფასება
7. დავალება
შეფასებამოსწავლეები შეფასდებიან  საშიანო დავალების შესრულებისა და წარდგენის მიხედვით; მსჯელობის,  დასაბუთების ხერხების ფლობის მიხედვით კითხვა-პასუხის დროს და კლასთან ინდივიდუალურად ამოხსნილი დავალებების დროს.
რესურსებიდაფა, ცარცი, წიგნები
კომენტარი

No comments:

Post a Comment