Monday, September 19, 2011

თემა   დებულებათ დასაბუთების ხერხები   
მიზნები ისწავლიან დებულების საწინააღმდეგოს დაშვებით, დირიხლეს მეთოდით დამტკიცებას.
გამოუმუშავდებათ პირობითი გამონათქვამების ადეკვატური გამოყენების უნარი. დასაბუთების ხერხის შერჩევის უნარი.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობაXI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
XI.1.  მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება
აქტივობები1. დავალების შემოწმება
კითხვა - პასუხით მოსწავლეები განიხილავენ დავალებაში არსებულ პრობლემებს. საჭიროების შემთხვევაში. 1-2 მოსწავლე აკეთბს დავალების პრეზენტაციას. ასაბუთებს მის მიერ ამორჩეულ ამოზსნის გზას და შედეგს.
2. მასწავლებელი: დასაბუთების რომელი ხერხები იცით?
სავარაუდოდ მოსწავლეებმა იციან დირიხლეს პრინციპი, კონტრმაგალითის მეთოდი და საწინააღნდეგოს დაშვების მეთოდი წინა წლიდან. ვიხსენებთ ამ მეთოდების პრინციპებსს და ლოგიკურ ხაზს.
3. წიგნზე მუშაობა
მოსწავლეებს ეძლევათ 5+3 წუთი რათა წიგნში წაიკითხონ ახალი მასალა (გვ 11) და წყვილებში ამოხსნან #16
4. ერთი მოსწავლე ხსნის და ასაბუთებს დაფასთან დავალებას.
5. მთელ კლასთან ერთად ვხნით ჯერ #29 შემდეგ #28 დავალების პირველ სამ შკითხვას. მეოთხე შეკითხვა სახლში.
6. საშინაო დავალება #20, 28, 30, 32, 34,
7. გაკვეთილის შეჯამება შეფასება
შეფასებამოსწავლეები შეფასდებიან  მსჯელობის,  დასაბუთების ხერხების ფლობის მიხედვით კითხვა-პასუხის დროს და კლასთან ერთად ამოხსნილი დავალებების დროს.
რესურსებიდაფა, ცარცი, წიგნები
კომენტარი

No comments:

Post a Comment