თემა | ინდუქცია (გაკვეთილი მეორე) |
---|---|
მიზნები | გაეცნონ მათემატიკური დებულების დამტკიცების მეთოდს მათემატიკურ ინდუქციას და გამოიმუშონ მისი გამოყენების უნარი დებულებების დასაბუთებისა და დასკვნების გამოტანის დროს. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა | XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება. XI.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება XI.7. ასახელებს ისეთ სტრუქტურებს (მაგალითად, მიმდევრობებს, ასახვებს; მათ შორის რეალურ ვითარებაში), რომელთა აღწერისას შესაძლებელია რეკურენტული წესის გამოყენება; იყენებს რეკურენტულ წესს ასეთი სტრუქტურის აღსაწერად; დებულებების დამტკიცებისას, შესაბამის შემთხვევებში, იყენებს მათემატიკურ ინდუქციას (მათ შორის არითმეტიკულ/გეომეტრიულ პროგრესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფორმულის მისაღებად); |
აქტივობები | 1. ისტორიის მოყოლა - ვუყვებით ფრანგი მათემატიკოსის ფერმას ჰიპოთეზის შესახებ, რომელიც კონტრმაგალითით გააბათილა ეილერმა.(5 წ) 2. მოსწავლეებს ვთხოვთ განმართონ რას ნიშნავს სრული და არასრული ინდუქცია და მოიყვანონ ასეთი მსჯელობის მაგალითები. სავარაუდოდ ისინი ახსენებენ ეილერის ფორმულას ამოზნექილი მრავალწახნაგებისთვის, რომელსაც განვიხილავთ პრიზმისა და პირამიდის კერძო შემთხვევბისთვის; (15 წ) 4. ამოცანის ამოხსნა მთელ კლასთნ ინდუქციური მსჯელობით. #13 (10 წ) 5. დავალება წყვილებში სამუშაოდ. #15 (5 წუთი). ერთ-ერთი წყვილი დაფასთან წარმოადგენს დავალებას და ასაბუთებს.(5+2 წ) 6. გაკვეთილის შეჯამება შეფასება (4 წ.) 7. დავალების მიცემა(3 წ) |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან საშიანო დავალების შესრულებისა და წარდგენის მიხედვით; მსჯელობის, დასაბუთების ხერხების ფლობის მიხედვით კითხვა-პასუხის დროს; ვარაუდის გამოთქმის უნარითა და დასაბუთების უნარის მიხედვით. |
რესურსები | დაფა, ცარცი, წიგნები, პასტები, რვეულები |
კომენტარი |
Thursday, September 22, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment