თემა | ლოგარითმული ფუნქცია |
---|---|
მიზნები | მოსწავლე
|
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
|
აქტივობები | 1 აქტივობა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს და მიმდინარეობას. 2. აქტივობა: გონებრივი იერიში. დაფაზე ჩნდება მასწავლებლის მიერ მომზადებული რამდენიმე ფუნქციის გრაფიკი. კითხვა: გავიხსენოთ რომელი ფუნქციის გრაფიკებს ხედავთ? მოკლედ დაახასიათეთ. რომელ გრაფიკებს დააკავშირებდით და რატომ? სავარაუდოდ ბოლო შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მრავალგვარი(მონოტონურობის მიხედვით, ნულების მიხედვით და ა. შ.), თუმცა გრაფიკების დაწყვილება ურთიერთშექცევადობის პრინციპით აუცილებლად ითქმევა. სწორედ ამაზე მახვილდება ყურადღება. მოსწავლეებს გავახსენებთ ურთიერთშექცეული ფუნქციების განლაგებას y=x წრფის მიმართ. და რადგან მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკი რჩება დასაწყვილებელი, ჩვენ ვიწყებთ საუბარს მის შექცეულ ფუნქციაზე. 3. აქტივობა: ლოგარითმის ცნების შემოტანა. ვუხსნით მოსწავლეებს რას ნიშნავს "ლოგარითმი a-ს ფუძით x " "GeoGebra"-ში ვაგებთ ჯერ მაჩვენებლიანი, შემდეგ ლოგარითმული ფუნქციის გრაფიკებს. ა) როცა a>1 ბ) როცა 0<a<1 მთელ კლასთან ერთად გამოვიკვლევთ ფუნქციას. 4. აქტივობა: ცალკე გამოვყობთ ათობით და ნატურალურ ლოგარითმს. დაფაზე ვაგებთ ნატურალურ ლოგარითმა და ვუჩვენებთ მის თვისებას , მხების 45 გრადუსიანი კუთხით დახრილობის შესახებ. 5. აქტივობა: მოსწავლეებს სიმულაციური პროგრამის საშუალებით ვუჩვენებთ, თუ რა ტიპის წანაცვლებები და სიმეტრიული გარდაქმნები შეიძლება გამოიწვიოს პარამეტრების ცვლილებამ. დაფასთან აგებენ ჯერ მასწავლებლის მიერ მიცემული ფუნქციის გრაფიკს, ხოლო შემდეგ თავად ასრულებენ პარალელურ გადატანასა და სიმეტრიის კომპოზიციას და მსჯელობენ მიღებული გრაფიკის შესაბამის ფუნქციაზე. 6 აქტივობა: დავალება წყვილებში. მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული ტესტის ბარათები. დრო 3 წთ. შესრულებული დავალება გადაეცემა შემოწმებისათვის მომდევნოდ მჯდარ წყვილს. დაფასთან განიხილება ის ტესტი, რომელიც გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას. 7. გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება 8. დავალება ჩნდება ეკრანზე. მასწავლებელი აძლევს მოკლე კომენტარს. |
შეფასება | შეფასდება ფუნქციის გამოკვლევის უნარი. ფუნქციის აგებისა და პარამეტრების ცვლილების მიხედვით წანაცვლების უნარი. შეფასდება წყვილებში შერულებული სამუშაო. შეფასება მოხდება განმავითარებელი კომენტარებით |
რესურსები | კომპიუტერი, "Smartboard"ი, პროგრამა "GeoGebra" , პრეზენტაცია, დავალების ბარათები. |
კომენტარი |
Sunday, May 20, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)