Sunday, October 9, 2011

თემაუსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესია
მიზნებიამოიცნოს უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესია; იპოვოს უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის წევრთა ჯამი; გამოუმუშავდეს მსჯელობა-დასაბუთების უნარი, მიღებული ცოდნის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას გამოყენების უნარი.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.XI.2.
ახდენს უსასრულოდ დიდი და უსასრულოდ მცირე სიდიდეების, მათზე მოქმედებებისა და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას, მიმდევრობის ან რომელიმე პროცესის ამსახველი ფუნქციის კონტექსტში.
მათ. XI.6
იყენებს შესაფერის გრაფიკულ, ალგებრულ მეთოდებს ან ტექნოლოგიებს (ტრიგონომეტრიული, უბან-უბან წრფივი, საფეხურებრივი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული) ფუნქციის ისეთი თვისებების დასადგენად, როგორიცაა: ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა/პერიოდი, ფესვები, ექსტრემუმები;
აქტივობები1. გონებრივი იერიში - მოსწავლეებს ვთხოვთ მოიფიქრონ და დაფაზე დაწერონ გეომეტრიული პროგრესიის პირველი ოთხი წევრი. შეიძლება 4-5 მიმდევრობის ჩაწერა. (მოსწავლეთა ჩანაწერში აუცილებლად იქნება ერთი მაინც კლებადი გეომეტრიული პროგრესია) მოსწავლეებს ვთხოვთ მოახდინონ მათ მიერ დასახელებული პროგრესიების კლასიფიკაცია. ხაზგასმით ავღნიშნავთ უსასრულოდ კლებადს. დავახასიათებთ და კლასს აქვე გავაცნობთ გაკვეთილის მიზანს. 
2. უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის წევრთა ჯამის ფორმულის გამოყვანა - ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით დაფასთან და კლასის მონაწილეობით მსჯელობის პროცესში, ერთეულოვანი კვადრატის დაყოფის მაგალითზე გამოგვყავს ჯამის ფორმულა. 
4. პრაქტიკული სავარჯიშოს ამოხსნა კლასთან ერთად.განვიხილავთ უსასრულო პერიოდულ ათწილადს.
5. დავალება წყვილებში (6 წთ) - #6 #8 #11 ნომრების გ). დროის ამოწურვის შემდეგ. დავალების პრეზენტაციას ვაკეთებინებთ იმ მოსწავლეებს რომლებმაც შეცდომით ამოხსნეს დავალება და კლასთნ ერთად განვიხილავთ სწორ გზას.
6. გაკვეთილის შეჯამება შეფასება (4 წ.)
7. დავალების მიცემა(3 წ)
შეფასებამოსწავლეები შეფასდებიან მსჯელობის,  დასაბუთების ხერხების ფლობის მიხედვით ფორმულის გამოყვანის დროს; წყვილებში მიცემული დავალების მიხედვით.
შეფასება - მიმდინარე განმავითარებელი, მიმდინარე განმსაზღვრელი.
რესურსებიდაფა, ცარცი, წიგნები, პასტები, რვეულები

No comments:

Post a Comment